დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება
2015/06/09 13:20:04

ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ქუჩსზე მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია სამუშაოების დასათვალიერებლად დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მივიდა. აღნიშნულ ადგილზე, გზის ქვაფენილის მოპირკეთების გარდა, წყლის სანიაღვრეები და ტროტუარები კაპიტალურად კეთდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზა 21“ ასრულებს. დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 259 000 ლარით ფინანსდება.

 

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, აღნიშნული ქუჩის მოწესრიგება აუცილებელი იყო ტურისტული თვასაზრისითაც, ვინაიდან ქუჩა წარმოადგენს ისტორიულ ნაწილს, სადაც უამრავ უცხოელს უხდება გადადგილება სხვადასხვა სასტუმროებში. სამუშაოები მარტის თვეში დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია