საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
2015/08/27 15:10:49

NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

 

ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გახსნეს. 

 

გახსნის ცერემონიალზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი. 

 

ცენტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა. აქ მომზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გაივლიან. 

 

ცენტრის გახსნის შესახებ საქართველოსა და ნატოს შორის შეთანხმება უელსის სამიტის შემდეგ გადაწყდა. 

 

ცენტრის საზეიმო გახსნაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

 

პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ქართველ ჯარისკაცებს დაეხმარება უნარების დახვეწაში. 

 

"მადლობას ვუხდი გენერალურ მდივანს და დელეგაციას, რომ დღეს აქ არიან და იზიარებენ ჩვენს წარმატებას. მადლობა მთავრობას და პარლამენტს ამ დღის წარმატებით მიღწევისთვის და იმ დელეგაციას, რომელმაც უელსიდან ეს პაკეტი წამოიღო. ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჯარისკაცებო! თქვენ თქვენი სისხლისა და ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე. ასევე ამაყები არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მომავალი ჯარისკაცები იქნებიან.

ცენტრის გახსნის ცერემონიალს უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილიც, დაესწრო. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1813
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია