საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი
ქუთაისის მმშ–მ მერიაში ჩატარებული კონკურსის შედეგები გააბათილა
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/08 14:21:11

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას, გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსებისა და მოადგილეების შესარჩევი კონკურსის შედეგები გაბათილდა.

 

მერიის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის, ინფორმაციით,  შერჩეულ კადრებს  უარი იმ მიზეზით ეთქვათ, რომ მათ განსაზღვრულ ვადაში საჭირო დოკუმენტები არ წარადგინეს. კერძოდ, კონკურსში გამარჯვებულებს ორი კვირის ვადაში ცნობები  ჯანმრთელობის, ნასამართლეობის და ნარკოლოგიური მდგომარეობის შესახებ უნდა წარედგინათ.

 

თანადებობის მიღმა დარჩენილები მიზანმიმართულ დივერსაიაზე საუბრობენ, რასაც თავად მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები გამორიცხავენ.

 

მერიაში  45  ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი უახლოეს მომავალში თავიდან გამოცხადდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია