საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თევჭერის ლიცენზიანტებთან მომავალ სალიცენზიო პირობებზე იმსჯელეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/02/01 16:37:57

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მომდევნო სალიცენზიო პერიოდთან დაკავშირებით, მათ პირობებს გაეცნო.

 

ლიცენზიატებს ლიცენზიით სარგებლობის უფლება 2016 წელს ეწურებათ. სამუშაო შეხვედრაზე მათ სალიცენზიო პირობები წარმოადგინეს: 3 წლის ვადაში კომბინირებული და საკონსერვო ქარხნის აშენება, მოპოვებული რესურსის მინიმუმ 70 %-ის ქვეყნის შიგნით გადამუშავება, კვოტის 12%-ის ტრადიციულ მეთევზეებზე გადაცემა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და სხვა.

 

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო მათ მიერ წარმოდგენილ პირობებს შესაბამის ექსპერტებთან ერთად განიხილავს, რის შემდეგაც  ლიცენზიანტებს საბოლოო ვერსიას შესთავაზებს.

 

2006 წლის 9 ოქტომბრის №1082 ბრძანებით განისაზღვრა რესურსის აუქციონზე გამოსატანი კვოტა თევზის სახეობების მიხედვით, 2006-2007 წლის სეზონისათვის, ლიცენზიის (აუქციონის) ფასის გადახდის პირობები, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლების გადახდის პირობები, სააუქციონო მოთხოვნები, აუქციონის საწყისი (მინიმალური) ფასი - ერთი მილიონი ლარის ოდენობით, ზღვრულად დასაშვები თევსაჭერი სეინერების ოდენობა - 20 ერთეული, აგრეთვე ლიცენზიანტის პროცენტული წილის განსაზღვრის წესი მთლიან კვოტაში, სხვა პირობები.


2006 წელში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამარჯვებულად გამოცხადდა 4 კომპანია (შპსპალიასტომი 2004”, შპსმადაი”, შპსალიანსი-2006”, შპსგეოფიშ კომპანი”), რომლებზედაც გაცემულ იქნა ლიცენზია 10 წლის ვადით, შავ ზღვაში სანაპირო ზოლიდან არაუმცირეს 300 მეტრის დაშორებით თევზჭერისათვის.


ამჟამად, საქართველოს საზღვაო სივრცეში 2006-2015 წლებზე მოქმედებს თვზჭერის ლიცენზიები, რომელთა საფუძველზეც 6 ქართული ლიცენზიანტი  კომპანია (შპსმბმ“,  შპსანჩოვი ექსპორტი“, შპსგეოფიშ კომპანი“, შპსაისბერგ 2“, შპსპალიასტომი 2004“ და  შპსზღვის პროდუქტები“) ფლობს 7 სალიცენზიო პაკეტს და უფლებამოსილია შემოიყვანოს 20 თევზსაჭერი სეინერი.


თევზჭერას ასევე ახორციელებს 43 ქართული სეინერი, რომელთაც ლიცენზიის პირობით ლიცენზიანტები გამოუყოფენ 10%-ით სარგებლობის უფლებას საკუთარი კვოტის ფარგლებში.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16375
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია