საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მოსულ თოვლს მოსახლეობა საკუთარი ძალებით უმკლავდება (ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/12/09 14:54:18

გუშინ მოსულმა  თოვლმა  ქუთაისის ქუჩებში  პრობლემები შექმნა. გაუწმენდავი ბორდიურებისა და გზის  სავალი ნაწილის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაადგილება უჭირს. საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები და რიგითი გამვლელები ქუჩებს თოვლისგან საკუთარი ძალებით წმენდენ.

თოვლისგან გაუწმენდავია ცენტრალური მოედნის დიდი ნაწილი, სადაც ასევე შეფერხებებით გადადგილდება ტრანსპორტი. ტექნიკის მცირე ნაწილი, რომელიც ცენტრალურ მოედანზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, გზის სავალი ნაწილის გასასუფთავებლად საკმარისი არ არის.

ტექნიკის სიმცირეზე საუბრობს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულიაც. მისი თქმით, დამატებით დახმარებას ქალაქი ცენტრალური ხელისუფლებისგან იღებს.

 

მიუხედავად ამისა, ქალაქში თოვლისგან გაუწმენდავი ქუჩები  მოსახლეობისთვის კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია