საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
ჟანა ასანიძე: "სამტრედიის ხიდთან ხვდებიან სამარშრუტო ტაქსებს და ატერორებენ"
2015/03/28 14:23:35

ჟურნალისტი ჟანა ასანიძე სოციალურ ქსელში შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს

 

"კატასტროფული რამ ხდება...ახლა გამოვიარე სამტრედიაში,სამტრედიის ხიდთან ხვდებიან სამარშრუტო ტაქსებს და ატერორებენ, ათი ლარი უნდა გადაიხადოთო ამიერიდან,აქ რომ გამოივლითო...საქმე იმაშია,რომ ვიღაც ნაბიჭვარი ციხიდან გამოვიდა,წამალზე იჯდა თურმე,სამსახური ვერ ნახა და იოლი ფულის გაკეთების შანსი იპოვა....დგას ახლა და კახა კალაძის სახელით სპეკულირებს, ძმაო, აქ კალაძის სამფლობელოაო, 10დღეა ეს ამბავი ხდება.

 

მძღოლთან ისეთი შეხლა-შემოხლა მოუხდა,რომ იძულებული ვიყავი,ჩავრეულიყავი.სამტრედიის პოლიციის უფროსმა არ იცის, რა ხდება მის რაიონში? თუ ძინავს კაბინეტში და ტკბება ხელფასით? დროზე მიიღეთ ზომები,გაის პერიოდში დავბრუნდით? იმუქრებიან,ჯერ სად ხართ,ზაფხული მოდის და მაგარ ფულს გავაკეთებთო...წკვინტლიანმა ბიჭმა უნდა დამაბრუნოს განუკითხავობაში? კაცმა,რომელიც ბლატაობს,რომ ციხეში იჯდა?მყავს უამრავი
მოწმე,ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!ვიცი და მჯერა,რომ შსს იქნება ადეკვატური და დღესვე მიიღებს ზომებს,ეს ნაძირლები აქ დგანან გვიანამდე,მოვითხოვ სამტრედიის პოლიციის უფროსის განმარტებას..."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7282
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია