დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყაჩაღობასა და ბავშვის გაუთოვებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/04 12:10:08

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ვანის რაიონ, სოფელ ფერეთაში  მომხდარ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც პატარა ბავშვი დააუთოვა, ხოლო დედას სახე დაუსერა.


როგორც ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ. დააკავეს.


შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვანის რაინის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.


შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე რ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 376-ე მუხლით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია