დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენ რომ დეპრესიას ვეძახით, ამას გამოთაყვანება ჰქვია...
2009/11/23 14:11:51

ბათუ­მის და ახალ­ციხის შემ­დეგ ეს უკ­ვე მე­სა­მე ოფი­სია, რო­მე­ლიც ად­გი­ლობრივ დო­ნე­ზე სა­ზო­გა­დოებრივ-პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­­ნობაში აქ­ტი­­რად ჩა­ერ­თვება. დე­ვი­ზი ცნობიე­რებისა და თვითმყოფა­დობის გა­დარ­ჩე­ნაა. აკა­დე­მი­ის წარ­მო­მად­გენ­ლობის გახსნას ქუ­თა­ის­ში ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები მწერ­ლები, მსახიობები ეს­წრებოდ­ნენ.

 

ქუ­თა­ის­ში ქარ­თულ აკა­დე­მი­ას პრო­ფე­სო­რები ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. წარ­მო­მად­გენ­ლობის გახსნას თბილი­სი­დან და ბათუ­მი­და­ნაც სტუმ­რობდნენ.

ქარ­თულ­მა აკა­დე­მი­ამ იმ წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­აც გა­მარ­თა, რო­მელ­შიც აკა­დე­მი­ის გეგ­მები და განცხადებებია დაბეჭ­დი­ლი. „აკა­დე­მი­ის“ წევ­რები იმ დღეს მიზ­ნებსა და გეგ­მებზე საუბრობდნენ.

ომარ ნიშ­ნი­­ნი­ძე, პრო­ფე­სო­რი, ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის იმე­რე­თის წარ­მო­მად­გენ­ლობის ხელ­მძღვა­ნე­ლი: ქარ­თუ­ლი აკა­დე­მია, ეს გახლავთ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ხელოვ­ნების, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლების გა­ერ­თი­ა­ნება. ეს ის ხალხია, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტმა ჩა­რეცხილები უწო­და. ეს ის ხალხია, რო­მე­ლიც აზ­როვ­ნებს და სამ­შობლო უყვარს. მათ უნ­დათ, რომ ოპო­ზი­ცია გა­აფრთხილონ, სწო­რი გზა უჩ­ვე­ნონ და ხელი­სუფ­ლებასაც შე­უ­ძახონ. ქუ­თა­ი­სი ამ კუთხით დღეს ნაკ­ლებად აქ­ტი­უ­რია. ქა­ლა­ქი აპა­თი­ა­შია და ამი­ტო­მაც ამის გახსნა და ხმის მიწ­ვდე­ნა ვი­ღა­ცის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ქა­ლაქ­სა და რე­გი­ონ­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას შე­ვეხმი­ა­ნებით.  ეს იქ­ნება შუა რგო­ლი, რო­მე­ლიც ხელი­სუფ­ლებას, ოპო­ზი­ცი­ას და ხალხს ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­რებს.

შო­თა ზო­­ძე, პო­ე­ტი, ქარ­თუ­ლი აკა­დე­მი­ის ბათუ­მის წარ­მო­მად­გენ­ლობის ხელ­მძღვა­ნე­ლი: ჩვენ ეროვ­ნუ­ლი ცნობიე­რების ამაღ­ლებაზე ვმუ­შაობთ და, ამ­დე­ნად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ აკა­დე­მი­ის წარ­მო­მად­გენ­ლობის გახსნა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუთხეში. ქუ­თა­ი­სი კი ყვე­ლა­ზე მე­ტად ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქია სა­ქარ­თვე­ლო­ში. დღეს ქარ­თულ სულს და კულ­ტუ­რას სტაგ­ნა­ცია ემუქ­რება, ამი­ტომ ჩვე­ნი ერ­თად დგო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქარ­თუ­ლი ენა დღეს გა­ნიც­დის ექს­პან­სი­ას. ამას ქარ­თვე­ლი არ უნ­და შე­უ­რიგ­დეს. პა­რა­ლე­ლუ­რად შე­ტე­ვაა პატ­რი­არ­ქზე, ამი­ტომ ჩვენ ამ სა­კითხში ერ­თად უნ­და და­ვი­რაზ­მოთ, რა­თა ქარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რება გა­და­ვარ­ჩი­ნოთ.

ავ­თან­დილ სახამბერი­ძე, მსახიობი: თბილისს წლების გან­მავ­ლობაში ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლებით ქუ­თა­ი­სი კვებავ­და. ჩვე­ნი ქვეყნის გა­დარ­ჩე­ნა ჩვენ­ზეა და­მო­კი­დებული. ქუ­თა­ი­სის მო­ქა­ლა­ქეები ამ ქვეყნის მო­ქა­ლა­ქეები ვართ და გვინ­და ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ქვეყნის გა­დარ­ჩე­ნა­ში. ამ ხელი­სუფ­ლებას დღეს მა­მაშ­ვი­ლუ­რი შე­გო­ნება სჭირ­დება. ჩვენ რაც არ უნ­და „ჩა­რეცხილები“ გვი­ძახონ, ჩვენ ჩა­რეცხილები არ ვართ. ჯერ კი­დევ შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი ქვეყნის­თვის და ახალ­გაზ­რდების­თვის რჩე­ვის მი­ცე­მა და და­რი­გება. ხელი შე­ვუწყოთ ყვე­ლას, რა­თა უკე­თე­სი ცხოვ­რება გვქონ­დეს.

გი­ზო კა­კა­­რი­ძე, მსახიობი: ინ­ტე­ლი­გენ­ცი­აც სხვა­დასხვა მი­მარ­თუ­ლებით დაიყო. მე უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სა­ქარ­თვე­ლო მიყვარს. მე მინ­და, ჩვე­ნი ერი გა­ერ­თი­ან­დეს. ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად გვი­კე­თებენ იმას, რომ აგ­ვრი­ონ და დაგ­ვა­ნა­წევ­რონ. თუ ასე გაგ­რძელ­და, ორ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სო­ფე­ლი არ იქ­ნება. აქ ყვე­ლა ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თვე­ლია და შე­მოს­ვლის დროს ხელი რომ ჩა­მო­ვარ­თვი ამ ადა­მი­ა­ნებს, ბიო­დე­ნებივით გა­დაგ­ვე­ცა ერ­თმა­ნე­თის სისხლის ჩქე­ფა. ეს ქარ­თუ­ლი სიყვა­რუ­ლია. დღეს გლობალი­ზა­ცი­ის დი­დი ტალ­ღა აგორ­და დე­და­მი­წა­ზე. თუ ჩვენ შე­ვეც­დებით, ერ­თად დავ­დგეთ, ჩვენ გა­დავ­რჩებით. ჩვენ უნ­და შეგ­ვეძ­ლოს იმ და­პი­რის­პი­რების გამ­კლა­ვება, რაც ცო­ტა ხნის წიმ სა­პატ­რი­არ­ქოს წი­ნა­აღ­მდეგ აწარ­მო­ეს. ამით, რომ იტყვი­ან, კბილი მოგ­ვი­სინჯეს და შემ­დეგ ცდა­ზე ჩვენს დახრჩობას შე­ეც­დებიან. დღეს ზო­გი თა­ნამ­დებობას უფრთხილ­დება, ზო­გი - რა­ღაც პრი­ვი­ლე­გი­ას და ასე გაფრთხილება-გაფრთხილებაში ჩვენ სამ­შობლოს დავ­კარ­გავთ. ჩვენ თა­ნამ­დებობების და­კარ­გვის არ უნ­და შეგ­ვე­შინ­დეს და უნ­და დავ­დგეთ იქ, სა­დაც სამ­შობლოს სჭირ­დება. 

გო­გი ქავ­თა­რა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს სახალხო არ­ტის­ტი, მსახიობი, რეჟისო­რი: ამ ოფი­სის გახსნას დი­დი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნება ქუ­თა­ის­ში, ეს ჩე­მი ვა­რა­უ­დია. ოღონდ ერ­თი უნ­და ვთქვა, რომ აქ­ტი­უ­რობაა სა­ჭი­რო. ჩვენ ში­ში უნ­და დავ­ძლი­ოთ. დღეს ხალხი შე­ში­ნებულია და ეს ში­ში არაფ­რის­გა­ნაა წარ­მო­შობილი. ჩვენ­მა აკა­დე­მი­ამ ქა­ლაქ­სა და რე­გი­ონ­ში ყვე­ლა მტკივ­ნე­ულ სა­კითხზე რე­ა­გი­რება უნ­და მოახდი­ნოს და თა­ვი­სი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს.

ზა­ზა აბაში­ძე, პრო­ფე­სო­რი: მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ქუ­თა­თუ­რებს ეს დღე. ნების­მი­ე­რი ასე­თი სა­ზო­გა­დოება და მა­თი აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დება და მოღ­ვა­წეობა სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ღაც კვალს ნამ­დვი­ლად და­ამ­ჩნევს ამ ქვეყნის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ას. სხვა რომ არა­ფე­რი, ჩვე­ნი შვი­ლები იმას მა­ინც იტყვი­ან, რომ ჩვენ ეს მოვ­ლე­ნები არ გა­ვა­ტა­რეთ ჩვე­ნი გუ­ლების მიღ­მა და ყურად­ღება არ მი­ვაქ­ცი­ეთ. ჩვენ დღეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი გვყავს, რომ­ლებიც ეროვ­ნუ­ლი მოღ­ვა­წეები იყვნენ და დღეს უცებ გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­ნაქ­მნები გახდნენ. მე ვფიქ­რობ, რომ რო­დე­საც რა­ღაც სი­მახინჯეებს ხედავ და არ ამბობ, ის უფ­რო მე­ტად დამ­ნა­შა­ვე­ა, ვინც ამ სი­მახინჯეს აკე­თებს. რად­გან, შე­იძ­ლება, მას ეს შეც­დო­მა უნებლი­ეთ მო­დის.

ოტია იო­სე­ლი­­ნი, მწე­რა­ლი: ჩვენ რომ ეხლა დეპ­რე­სი­ას ვე­ძახით, ამას გა­მო­თაყვა­ნება ქვია. სწო­რედ ეს გვჭირს ახლა ქარ­თვე­ლებს. ესე­ნი რომ არ­ჩევ­ნების ჩა­ტა­რებას ამბობენ, იცით, ეს არ­ჩევ­ნები სო­ფელ­ში რო­გორ ტარ­დება? ეს­პა­ნე­თის ერთ ქა­ლაქ­ში 20 000 ქარ­თვე­ლია ჩა­წე­რი­ლი და ამ­დე­ნი­ვე მო­ქა­ლა­ქეობის მო­ლო­დინ­შია. იქე­დან მე რომ წა­მო­ვე­დი, ვტი­რო­დი. Mე­ო­რე დღეს კი ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე და ვუყურებ, რომ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებთან ფეხბურთს თა­მა­შობს და იცი­ნის. დღეს ამ ხალხს  სამ­შობლო ის გო­ნი­ათ, სა­დაც საჭ­მე­ლი ნახეს და კუ­ჭები გა­იძ­ღეს. დღეს ქარ­თუ­ლი სოფ­ლები დაც­ლი­ლია. სო­ფელ­ში დღეს ხან­ში­შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნები ცხოვ­რობენ მხოლოდ, ახალ­გაზ­რდები კი სად არი­ან წა­სუ­ლები, არა­ვინ იცის. ჩვენ უნ­და გა­ვაც­ნობიე­როთ, რომ იქ, სა­დაც კუჭს იძ­ღებ, შე­ნი სამ­შობლო არ არის. არა­და ჩვენ ამ ცნობიე­რებას ჯერ კი­დე ვერ გავ­ცდით. ქარ­თულ­მა აკა­დე­მი­ამ ცნობიე­რების ამაღ­ლება და სამ­შობლოს სიყვა­რუ­ლი უნ­და ას­წავ­ლოს ახალ­გაზ­რდებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1355
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია