დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/02 15:05:12

დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, იმერეთის  გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან ერთად ქუთაისის პროფესიული კოლეჯი „იბერია“ მოინახულა.


მინისტრი სწავლის პროცესსა და სტუდენტების პრაქტიკულ მუშაობას კოლეჯის ლაბორატორიებში, ადგილზე გაეცნო. თამარ სანიკიძე პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს დასაქმებაში ხელშეწყობასაც დაპირდა.


 „ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს, ჩვენი მხრიდან, ვპირდებით, რომ დავეხმარებით საკუთარი პროფესიის წარმატებით რეალიზაციაში. ხელს შევუწყობთ კოლეჯის ადმინისტრაციას, რომ ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები ბიზენს სექტორთან, მოთხოვნის შესაბამისად მოამზადოს საჭირო კადრი, გააფორმოს მემორანდუმები, რაც მეტ მოტივაციას მისცემს პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს“. - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.


 

კოლეჯში ამ ეტაპზე 500 - მდე სტუდენტია დარეგისტრირებული, მათ შორის 20 სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონეა (შშმ). პროფესიები რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით არის შერჩეული. კოლეჯი „იბერია“ თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი და კვალიფიცირებული კადრებითაა დაკომპლექტებული

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია