დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილთა სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 362 დევნილს გაუწევს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/04/29 22:31:00

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას  362 დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი 150 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს.



ამ მიმართულებით, მხოლოდ აპრილში, სააგენტოს ბიუჯეტიდან 62 250 ლარი გამოიყო. ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა.



დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში პანდემიის  გამო  შექმნილი  მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება  კრიტერიუმების  შესაბამისად  დააკმაყოფილა. დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია