დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაიწერება თუ არა „მშვიდობა“ ქართულად პარიზის მშვიდობის კედელზე?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/05 15:11:12

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბ ,,LLL,,-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამიამ საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს   წერილი მისწერა, სადაც ის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, რომ საფრანგეთში, პარიზის მშვიდობის კედელზე ( Wall for peace in Paris ), სხვა იქ  არსებულ 49 ენის გვერდით, დაიწეროს სიტყვა ,,მშვიდობა,, ქართულ ენაზეც (ასევე აზერბაიჯანულ ენაზეც) და ახდეს საფრანგეთში ქართული დიასპორის ,,ოცნება".


 

ბესიკ ადამია პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში, იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი მარგველაშვილი , 13 მაისს, თბილისში მოწვეულ საფრანგეთის პრეზიდენტს, მის თხოვნას გადასცემს, რომ პარიზის მშვიდობის კედელზე, მსოფლიოს უძველესი 14 დამწერლობასთან ერთად ქართული ,,მშვიდობა,, წარმოჩინდეს.


 

„აღნიშნულ მონუმენტზე სიტყვა მშვიდობა გარკვეულ ენებზე 2 ხაზზე წერია, ჩვენთვის კი ერთ ხაზზეც ვერ გაიმეტეს. მე ფრანგულ მხარეს, პარიზის ყოფილ მერს ბერნანდ დელანოეს  შევთავაზე, რომ უკიდურეს შემთხვევაში, მონუმენტის უკან არსებულ 32 სამშვიდობო სვეტის გვერდით 33-ე სვეტი დაესვათ, რომელზეც სიტყვა მშვიდობა ყველა კავკასიურ ენებზე დაეწერებოდა, მან მიპასუხა, რომ ეს მის კომპენტეციაში არ შედიოდადა მთავრობის გადასაწყვეტი იყო. შარშან, 2013 წლის 23 სექტემბერს პარიზს ვეწვიე, კულტურის სამინისტროში იქ მინისტრისადმი თხოვნა და მასალები გადავეცი. პარიზი , წინა  კულტურის სამინისტროს უყურადღებობის გამო უხერხულშია! ჩემს მიმართ უყურადღებობა იქნა გამოვლენილი ევროკავშირის წარმომადგენელ ბ-ნ ფილიპ დიმიტროვისგანაც , რომელსაც თბილისში 2011 წელს, მის ოფისთან, პირადად თხოვნა გადავეცი, საკითხავია, როდემდე იქნება საქართველო დამცირებული და სხვისი შემყურე ?!“-წერს ბესიკ ადამია.

 

ბესიკ ადამია ოლანდის ვიზიტამდე და ვიზიტისას გეგმავს თბილისში ჩაატაროს სამშვიდობო აქცია: ,,თხოვნა საფრანგეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს ,, 49+2 " მას ამ „ოცნების“ ასრულებაში საქართველოს პატრიარქის იმედი აქვს.

 

„ პარტიარქი თავის დროზეც  მიესალმებოდა  ამ ინიციატივას, მაგრამ, საპატრიარქომაც სამწუხაროდ,  ეს ინფორმაცია პატრიარქამდე არ მიიტანა !“-ამბობს ადამია.  

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს 13 მაისს ეწვევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია