დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებას არასამთავრობოები ეხმიანებიან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/14 12:17:10

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, იუსტიციის მინისტრს თმენის ვალდებულება აქვს. მათივე თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის მართლაც მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მმართველ პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განადგურება უნდა, რაზეც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ეს მათ უკვე წარმატებულად მოახერხეს, მსგავს დაპირისპირებებს სხდომაზე არაერთხელ ჰქონია ადგილი.

"იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომისიამ მართლაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეიმუშავა; არაერთ შემთხვევაში კომისიის მიერ დეტალურად ხდებოდა საკითხის განხილვა და დამსწრე პირებს თავიანთი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად სათანადო დრო ეძლეოდათ, რასაც ცალსახად დადებითად ვაფასებთ. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად წინასაარჩევნო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემატური საკითხის კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვის ნაცვლად, კომისიის სხდომები პოლიტიკური დებატების ადგილი ხდებოდა. მიგვაჩნია, რომ არაკონსტრუქციული გარემო, რომელიც შექმნილი იყო უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე, აზარალებს ამ კომისიის მუშაობის ეფექტურობას და ნდობას მისი საქმიანობის მიმართ. ერთი მხრივ, გვესმის, რომ უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე პოლიტიკური პარტიების წევრთა მონაწილეობის პირობებში, გარკვეული საკითხების პოლიტიკური კონტექსტის მიღმა განხილვა რთულია, თუმცა, იუსტიციის მინისტრს, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, სხდომის ფასილიტაციაც ევალება, რის გამოც ვთვლით, რომ მას თმენის მეტი ვალდებულება აქვს"-ნათქვამია მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომედგენელთა განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ჩასატარებლად უწყებათაშორისი კომისიმნიშვნელოვანია.

წყარო: news.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია