საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო ინიციატივა
ქდმ საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდას ითხოვს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/13 21:29:59

 საარსებო მინიმუმი 150 ლარიდან 250 ლარამდე გაზრდის თაობაზე "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ მომზადებული ინიციატივა სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება. 

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რომ ქდმ-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე თანდართული ხელმოწერები ნამდვილია, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება მოხდეს.

კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, 36 775 ხელმოწერა გადაამოწმა. იმის მიუხედავად, რომ კომიტეტს დღეს მხოლოდ ხელმოწერების ნამდვილობის საკითხზე უნდა ემსჯელა, დეპუტატებმა კანონის შინაარსობრივი მხარეც განიხილეს. 

დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატების" კანონპროექტს პოპულისტური უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა პარლამენტმა ანტიპოპულისტური კანონმდებლობა შეიმუშავოს. 

"ერთია სურვილი და მეორეა შესაძლებლობები. თუკი სურვილები შესაძლებლობებთან შესაბამისობაში არ მოდის, ასეთი საკითხების განხილვაზე პარლამენტმა დრო არ უნდა დაკარგოს და პოლიტიკურ ძალებს შემდგომი სპეკულაციების საშუალება არ უნდა მიეცეს. მე, მაგალითად, ძალიან მინდა, რომ საარსებო მინიმუმი იყოს არა 250 ლარი, არამედ 570 ლარი, მაგრამ არსებობს მისი 570 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა?"- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით შემოთავაზებული უნდა იყოს კონკრეტული ფორმულა, რის მიხედვითაც საარსებო მინიმუმის ოდენობა განისაზღვრება. 

პარლამენტის კომიტეტის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ თავად საკითხის ინიციატორებს, "ქრისტიან-დემორკატებს".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია