დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრიუსელში იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ევროპის ორი რეგიონის წარმომადგენლებს შეხვდა
2016/02/04 11:38:32

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ბელგიისა და იტალიის რეგიონების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

პირველი შეხვედრა ფლანდრიის რეგიონის (ბელგია) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სემ ვანდენააბელესთან გაიმართა, რომელიც ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძის ინიციატივით იქნა ორგანიზებული. ფლანდრია ევროპის ისტორიული და დღეისათვის ერთ–ერთი მდიდარი რეგიონია.

 

მეორე შეხვედრა იტალიის რეგიონის ფრიული–ვენეცია ჯულიას ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანეთან რაფაელა ვივიანისთნ გაიმართა. ამ რეგიონისათვის საქართველო და იმერეთი კარგად არის ცნობილი ერთობლივი პროექტის მეშვეობით, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა 2013 წელს და განხორციელებულ იქნა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ. რეგიონი ცნობილია კარგად განვითარებული მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობებით, ტურიზმითა და ღვინით.


ორივე შეხვედრის ძირითადი თემა იმერეთის რეგიონისა და საქართველოს გაცნობას ისახავდა მიზნად. როგორც ბელგიურმა, ასევე იტალიურმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველო–ევროკავშირს შორის ბოლო დროს მიღწეული წარმატებები და ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ. ფლანდრიის მხარის წარმომადგენელმა ასევე პოზიტიურად შეაფასა იმერეთის მცდელობა გაწევრიანდეს ევროპის რეგიონთა ასამბლეაში და როგორც ამ ორგანიზაციის წევრი რეგიონი, საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა ჩვენს მხარეს. მათ მიერ ასევე აქცენტი იქნა გაკეთებული ფლანდრიის მხარის დიდ გამოცდილებაზე სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით და აღინიშნა, რომ ეს გამოცდილება შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოში ასეთი სახის აქტიობების ჩატარებისათვის.

 

იტალიურ მხარესთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები, რომელსაც ამ რეგიონის 2014–2017 წლების საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების პროგრამა ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, საქართველო ერთ–ერთია ევროპის 12 პრიორიტეტულ ქვეყანას შორის. ასევე საუბარი შეეხო შესაძლო პროექტების მომზადებას იტალიელ და ქართველ მეღვინეებსა და ფერმერებს შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით.

 

ორივე რეგიონისათვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ქვეყანაში და რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო. აღნიშნული თემის შესახებ მათ ვიცე–გუბერნატორმა მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამების თაობაზე (აწარმოე საქართველოში; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელსეწყობის პროგრამა), რომელიც ინვესტიციებისა და ბიზნესის წარმოებას უწყობს ხელს, ასევე ინფორმაცია სხვადასხვა ფონდებისა და სააგენტოების (საპარტნიორო ფონდი; Invest in Georgia და სხვა) საქმიანობის შესახებ. იყო საუბარი იმერეთში სოფლის მეურნეობისა და კონკრეტულად სასათბურე მეურნეობების განვითარების კუთხით, ტურიზმის, ლოჯისტიკური ცენტრისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში შესაძლო ინვესტიციების შესახებ.

 

ამ და სხვა თემების უკეთ გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ორივე რეგიონის წარმომადგენლები ვიცე–გუბერნატორმა ოფიციალური ვიზიტით მოიწვია საქართველოში, რაც სიამოვნებით იქნა მათ მიერ მიღებული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2121
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია