დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონალური ინიციატივების ცენტრმა ახალი პროექტის, „მომავლის ელჩები“-ს პრეზენტაცია გამართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/13 12:27:00

13 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში პროექტი „მომავლის ელჩები“ ოფიციალურად გაიხსნა.პროექტს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი ნათელი მომვალი ახორციელებს, რომელიც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

 

პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო. პროექტის ფარგლებში ქუთაისის 26 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან ნატო - ევროკავშირი საქართველოს თანამშრომლობის ეტაპებს, ნატოს და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირში განათლების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე, სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

 

მათთვის მოეწყობა ექსკურსიები იმ საწარმოებში, რომლებიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეიქმნა. გაეცნობიან ტურიზმის შესაძლებლობებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მიიღებენ ინფორმაციას უვიზო მიმოსვლის შესახებ არსებულ რეგულაციებზე, დაეუფლებიან პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს და ისწავლიან ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შესახლებლობებს.

 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ექნებათ, შესაძლებლობა შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული გამოცდილება დაეხმარათ საქმიანობის სწორად წარმართვაში.

 

პროექტის მეორე ეტაპზე, მოსწავლეები მოამზადებ განვლილ თემებზე პრეზენტაციებს, რომლებსაც თავიანთ სკოლებში წარადგენენ. მათთვის გამოცხადედბა თემატური ფოტო კონკურსი, სადაც სამი გამარჯვებული ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. მათი დასახელება პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 796
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია