საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიამ მგზავრთა შიდასაქალაქო გადამყვან მარშრუტებზე კონკურსი გამოაცხადა
2015/05/08 18:15:05

ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვების მოქმედების ვადა დაუმთავრდათ M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების №№3, 5,6,9,11,18, 20, 26, 37, 38, 39, 44, 48, 50, 55,100, 200 მარცხენა და 200 მარჯვენა მარშრუტებს. შესაბამისად აღნიშნულ მარშრუტებზე გამოცხადდა ნებართვების გაცემის კონკურსი, რომელიც ჩატარდება 2015 წლის 29 მაისს სხდომათა დარბაზში.

 

კონკურსზე დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მოპოვება შეუძლიათ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების, სამსახურის ტრანსპორტის განყოფილებაში და ელ.მისამართზე: Kutaisi.gov.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1660
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია