დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - ქართული ავიაკომპანიის მომსახურებით მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე
ავტორი:
2013/09/12 12:29:04
ბიძინა ივანიშვილი - ქართული ავიაკომპანიის მომსახურებით მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული ავიაკომპანიის მომსახურებით მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი კერძო კომპანიას ეკუთვნის, მისი მეპატრონე გაიაშვილია და მან ამ კომპანიის მომსახურებით უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვისარგებლე.
"დღემდე ვსარგებლობ უცხოური კომპანიის მომსახურებით და ერთადერთხელ ვისარგებლე ქართული კომპანიის მომსახურებით, რადგან მათ რამდენჯერმე შემოგვთავაზეს და უარი უხერხული იყო. მე სახელმწიფო ფულით არ დავფრინავ, პირადად ვიხდი ყველა თვითმფრინავის ხარჯს, რომლითაც აქამდე ვსარგებლობდი და საზღვარგარეთ ვმოგზაურობდი. ასევე იყო ამ შემთხვევაშიც, ჩემი ფული გადავიხადე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ქართულ ავიაკომპანიასაც საათობრივი ღირებულება ისევე აუანაზღაურა, როგორც უცხოურ კომპანიას. "რა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს მხედველობაში ეს უკვე თქვენ გაარკვიეთ", - მიმართა ჟურნალისტებს ივანიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ახალი მთავრობა მისი შესყიდული თვითმფრინავით  სარგებლობს, მაშინ როდესაც მის შესყიდვაზე აკრიტიკებენ.  
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია