დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოსკაროსანი რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი რუსთავში მორიგი ფილმისათვის კადრებს იღებს
ავტორი:
2013/09/12 12:27:09
ოსკაროსანი რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი რუსთავში მორიგი ფილმისათვის კადრებს იღებს მუნჯი შავ-თეთრი მხატვრული ფილმის, "არტისტის" რეჟისორი, ოსკაროსანი მიშელ ჰაზანავიჩუსი მორიგი ფილმისთვის გადაღებებს საქართველოში აწარმოებს.
გადაღებები დღეს რუსთავში, მერიის წინ ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
კინოგადღებების გამო კოსტავას გამზირზე, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების ორ მონაკვეთზე მოედანთან მისასვლელი გზები საპატრულო პოლიციასა აქვს გადაკეტილი. მასობრივი სცენების გადაღებაში ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობს.
2012 წელს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოებაზე ფილნნა ,,არტისტი"" ხუთი ოსკარი მიიღო, მათ შორის - წლის საუკეთესო მსახიობის, წლის რეჟისორისა და ფილმის.
ახალი ფილმის სახელწოდებას, სიუჟეტს გადამღები ჯგუფის წევრები არ ახმაურებენ და კომენტარზე უარს აცხადბენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1531
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია