დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლაშა ტუღუში ხელისუფლებას გარე რეკლამის ბაზარზე არსებული მონოპოლური ვითარების მოწესრიგებისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2013/09/12 12:40:04
ლაშა ტუღუში ხელისუფლებას გარე რეკლამის ბაზარზე არსებული მონოპოლური ვითარების მოწესრიგებისკენ მოუწოდებს გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ხელისუფლებას გარე რეკლამის ბაზარზე არსებული მონოპოლური ვითარების მოწესრიგებისა და ამ კუთხით "უფრო სამართლიანი ფორმების" მოძებნისკენ მოუწოდებს.
როგორც ტუღუშმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გარე რეკლამის ბაზარი საპარლამენტო არჩევნების დროს მხოლოდ ერთი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდა, მას შემდეგ კი არაფერი შეცვლილა.
"რეალურად, ბაზარზე მონოპოლური ვითარება გვაქვს და ეს ეხება განსაკუთრებით დიდ ქალაქებს. ფაქტობრივად, ერთ კომპანიას აქვს ყველაფერი _ წინა არჩევნების დროს ამ სისტემამ იმუშავა ერთი პარტიის სასარგებლოდ, მას შემდეგ კი არაფერი შეცვლილა. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ამან შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც პრობლემები შექმნას. მითუმეტეს, რომ მონოპოლიური ვითარება შექმნილია პოლიტიკური მიზნიდან და არა ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ პრობლემის მოგვარებაზე საფიქრალია. თუ გვინდა არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ვითარების მოსაწესრიგებლად ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს ის კანონპროექტი, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს წარუდგინა.
"ჩვენ, მედიაკანონპროექტებთან დაკავშირებულმა საინიციატივო ჯგუფმა წინა ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივის ფორმით გარკვეული მიდგომები შევთავაზეთ. მათი ერთი ნაწილი ეხება სწორედ რეკლამას, როგორც ფასიან და უფასოს, ისე გარე რეკლამას. ეს მიდგომები ცნობილია, ბევრჯერ ჩატარდა პრეზენტაცია, კონფერენციები. ტექნიკური და სხვა სახის სამუშაოები შესრულებულია, მოდელი მაგიდაზე დევს და ხელისუფლებას შეუძლია, გამოიყენოს. კანონპროექტი ეხება სწორედ იმას, როგორ შეიძლება მოწესრიგდეს გარე რეკლამის ბაზარზე ვითარება არჩევნების პერიოდში. უნდა მოიძებნოს უფრო სამართლიანი ფორმა ამ ბაზრის მოწესრიგებისთვის", -აღნიშნა ტუღუშმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1490
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია