დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ავღანეთში 12 ადამიანი მოკლეს
ავტორი:
2013/08/27 17:01:02
ავღანეთის ორ პროვინციაში, მთავრობასთან თანამშრომლობის ბრალდებით, თალიბებმა 12 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი ავღანელია, რომლებიც "მსოფლიო ბანკის" მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე მუშაობდნენ. "თალიბებთან შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი, სადაც მათთვის უნდა განგვემარტა, რომ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის მუშაობდნენ და არა კონკრეტულად რომელიმე მთავრობისთვის. თუმცა, სანამ შეხვედრა შედგა, "თალიბებმა" მანამდე გამოასალმეს ეს ადამიანები სიცოცხლეს", - განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა ფაზლულა ვაჰიდმა. ორი კვირის წინ თალიბებმა 8 ადამიანი მოკლეს, რომლებიც ავღანეთის უშიშროების ძალებში მსახურობდნენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია