დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანიდატები წარადგინა
ავტორი:
2013/09/09 20:45:02
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დღეს სამი კანდიდატურა წარმოადგინა: თამარ ჟვანია, მანუჩარ გამყრელიძე და კონსტანტინე ამირაჯიბი. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15-ე დღისა პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკო-ს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია