დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეთერ სარჯველაძე: "გენმოდიფიცირებული პროდუქცია ანგრევს როგორც ჯანმრთელობას, ისე – ეკონომიკას"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/09 12:04:11

„ვისაც უნდა, რომ იყიდოს იაფი, გენმოდიფიცირებული პროდუქცია, იყიდოს. თუმცა ის ეტიკეტირებული უნდა იყოს“

 

ინტერვიუ  „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ექსპერტთან, პროფესორ   ეთერ სარჯველაძესთან 

 

– საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება. ქვეყნის ტერიტორიაზე მისი გარემოში ინტროდუქცია იკრძალება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლი საქართველოში თავისუფლად აღარ შემოვა, შემოსვლის შემთხვევაში კი, მისი ინტროდუქცია, ანუ ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება, რაც ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება. უფრო კონკრეტულად იქნებ გვთხრათ აღნიშნული საკითხის შესახებ? 

 

– 2008 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, მოახდინა კარტახენას ოქმის რატიფიცირება, რომელიც ავალდებულებდა საქართველოს, რომ მიეღო დადგენილებები, რაც ამ ოქმით იყო გათვალისწინებული. ანუ გაეკონტროლებინა შემოდიოდა თუ არა ქვეყანაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, როგორც სათესლე მასალა.  გარდა ამისა, ის ქვეყანას ავალდებულებდა, რომ აღნიშნული პროდუქციის რეალიზება საქართველოში მომდარიყო საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ანუ მომხდარიყო მარკირება. კანონის ამოქმედება კარგია, თუმცა ეს მოითხოვს რომ ქვეყანაში იყოს ან ლაბორატორია ან შემოსვლის დროს საქონელს ჰქონდეს სერთიფიკატი. 

 

– ასეთი ლაბორატორია არსებობს დღეს საქართველოში? 

 

– სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს. შეიძლება არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა დაწეროს, რომ მისი პროდუქცია არ შეიცავს ამ ორგანიზმებს, მაგრამ მე უნდა მქონდეს იმის საშუალება, რომ ეს ლაბორატორიაში გადავამოწმო. საქართველოში კი ამის საშუალება ამ ეტაპზე არ არის. 

 

– თქვენ როგორი ინფორმაცია გაქვთ, თუ არის დღეს ქვეყანაში  ისეთი კომაპნია, რომელიც გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანით არის დაკავებული? 

 

– საერთოდ დღემდე საქართველოში  თესლის შემომტანი ბევრი კომპანია არ იყო. რამდენიმე კომპანია იყო სულ. ამის დადგენა შეიძლება. თუმცა არ იყო კანონი და მას   ამის შემოტანის უფლება ჰქონდათ. 

 

– მარკირების საკითხზე მუშაობა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა დაიწყოს. თქვენი პოზიცია როგორია, ეთანხმებით მარკირებას თუ აკრძალვის მომხრეც ხართ პროდუქციასთან მიმართებაში? 

 

– პროდუქციასთან დაკავშირებით აკრძალვის მომხრე არ ვარ. ვისაც უნდა, რომ იყიდოს იაფი, გენმოდიფიცირებული პროდუქცია, იყიდოს. თუმცა ეს ეტიკეტირებული უნდა იყოს და მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. ეს აუცილებელია. არჩევანის უფლების წართმევა დანაშაულის ტოლფასია. 

 

– ეს ბაზარზე ცვლილებებს ხომ არ გამოიწევს? 

 

– გარკვეულ პროდუქტზე ფასების მატება იქნება. მაგალითად, ვისაც უნდა, რომ მიიღოს სუფთა ბიოორგანული პროდუქტი, აქვს მას საშუალება, გადაიხადოს ძვირი და მიიღოს. გარდა ამისა, გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა ჩვენს წარმოებასაც ანგრევს, რადგან ასეთი პროდუქცია ბევრად იაფია და ჩვენი წარმოებული ფასში  მას კონკურენციას ვერ უწევს. გენმოდიფიცირებული პროდუქცია ანგრევს როგორც  ჯანმრთელობას, ისე ეკონომიკას. 

 

– დაგვიანებული ხომ არ არის ამ კანონპროექტის მომზადება? 

 

– ამ კანონპროექტის მომზადება მთლად ადვილი არ არის. მთავარია ასევე როგორ მოხდება მისი აღსრულება. 


წყარო: "კომერსანტ.ჯე"
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია