დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჟვანია: "შევეცდები, მედიას მაქსიმალურად კარგი სამუშაო გარემო შევუქმნათ"
ავტორი:
2013/09/12 10:44:02
თამარ ჟვანია ცესკოს ახალარჩეული თავმჯდომარეა და ის "გურია ნიუსის" კითხვებს პასუხობს. მან დანიშვნიდან რამდენიმე წუთში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. _ ქალბატონო თამარ, რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ უმრავლესობა დაგიჭერდათ მხარს? როგორც ვიცით, 6 წევრმა დაგიჭირათ მხარი. _ ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა ასეთ მოკლე დროში მითუმეტეს, როდესაც არჩევნებამდე თვე და რამდენიმე დღეა დარჩენილი. რაც შეეხება ასეთი მხარდაჭერის მოლოდინს, სიმართლე გითხრათ, გარკვეული მოლოდინი მქონდა მხარდაჭერის, რადგან დიდი ხანია ვმუშაობ არჩევნებზე, მაგრამ არ ველოდი ექვს ხმას. ყველას მადლობა ამ ნდობისთვის; მათ შორის, სამოქალაქო სექტორს _ არ მინდა ვინმე გამომრჩეს... _ პირველი ოფიციალური შეხვედრა ვისთან გქონდათ? _ პირველი შეხვედრა შედგა ამერიკის ხელისუფლების ოფიციალურ წინასაარჩევნო დელეგაციასთან, რომელსაც თომას მელია ხელმძღვანელობს; ასევე, ესწრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი. ეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეხვედრა იყო და მეტად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. კითხვები, რომელიც შეხვედრაზე დაისვა, კონკრეტულად იქნა პასუხგაცემული. შემდეგ შეხვედრა მქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. ეს იყო ამ ფორმატში ჩემი მათთან პირველი შეხვედრა, რომ დღესვე გველაპარაკა იმ აუცილებელ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და ბევრი რამ შემჭიდროვებულ ვადებში წყდება. _ ქალბატონო თამარ, სალომე ზურაბიშვილმა მოგმართათ, რომ გადახედოთ ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც მას უარი ეთქვა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე. _ როგორც მე ვიცი, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება და ეს არ იყო ოფიციალური მომართვა ცესკოს მისამართით. მე ეს თემა ჯერჯერობით ძირეულად და დეტალურად არ შემისწავლია და როგორც კი მოგვმართავს ოფიციალურად ქალბატონი სალომე, განვიხილავთ და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. კიდევ ხუთ კანდიდატს ეთქვა უარი ორმაგი მოქალაქეობის გამო. _ და ბოლოს, გადაიხედება თუ არა ჟურნალისტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც საარჩევნო დღეს ფოტო-ვიდეოგადაღების დაშვებას უკავშირდება? ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ერთიდაიგივე უბანზე რამდენჯერმე მოვახერხოთ ფოტო გადაღება, აუდიო და ვიდეო ჩაწერა. _ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს დიდი უკმაყოფილება მედიის მხრიდან. ჩემთვის ეს საკითხი ცნობილია და სხვადასხვა შეხვედრებზე ძალიან მკაცრად აყენებდნენ ამ საკითხს. მე როგორც თავმჯდომარე, აუცილებლად დავაყენებ დღის წესრიგში; ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება კომისიის წევრებთან განვიხილო ამ საკითხის მოგვარება ზუსტად იმ ნაწილში, რომელსაც თქვენ გულისხმობთ _ უბანზე შესვლა-გამოსვლის ნაწილში. გადავხედავთ ამ დადგენილებას, მე შევეცდები ეს საკითხი მოვაგვარო და მედიას მაქსიმალურად კარგი სამუშაო გარემო შევუქმნათ.
წყარო: gurianews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1427
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია