დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თურქეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციები განახლდა
ავტორი:
2013/09/12 13:11:03
11 სექტემბერს სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ანთაქიში და თურთქეთის სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლები განახლდა. ქვეყნის დედაქალაქის თავზე კვლავ გამოჩნდა პოლიციის ვერტმფრენები. მამაკის რაიონში(ანკარას გარეუბანი), სადაც წინა ღამეს პოლიციამ მანიფესტანტების ბარიკადები დაშალა კვლავ შეიკრიბა ხალხი. მამაკის მოსახლეობა ფეტულაჰ გიულენის კონსერვატორული სუნიტური მოძრაობის მიერ მეჩეთისა და რელიგიური კომპლექსის აგებას აპროტესტებს. დაძაბული ვითარებაა იზმირსა და ანთაქიაში. ამ ქალაქებში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების დასაშლელად უკვე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ამასთან, მანიფესტანტები კვლავ განაგრძობენ ანტისამთავრობო ლოზუნგების სკანდირებას, ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრაცია გაიმართა სტამბოლში, სადაც საღამოს ათასობით ადამიანი კადიკეის მოედანზე შეიკრიბა. შეკრებილები 22 წლის აჰმეთ ატაკანის სიკვდილს აპროტესტებდნენ. ატაკანი ივნისში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში იღებდა მონაწილეობას, ერთი ვერსიით იგი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოვარდა, მეორე ვერსიით კი დემონსტრაციის დროს მას თავში პოლიციის ცრემლსადენი გაზის ბალონი მოხვდა და 10 სექტემბერს თავის ტვინის ტრამვით გარდაიცვალა. ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები კედლებზე წერენ:“მკვლელო პოლიციელები, გაეთრიეთ!“ ივნისში დემონსტრაციები თავდაპირველად სტამბოლის ცენტრში მდებარე გეზის პარკში სავაჭრო კომპლექსის  მშენებლობის წინააღმდეგ დაიწყო. თუმცა, ეკოლოგების მიერ დაწყებული მშვიდობიანი აქცია  მალევე გადაიზარდა მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ გამოსვლებში. დემონსტრაციები სხვა ქალაქებსაც მოედო, სადაც პრემიერის გადაყენებას მოითხოვდნენ. დემონსტრანტები რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ქვეყნის. ავტორიტარული მეთოდებით მართვაში ადანაშაულებდნენ. ივნისის გამოსვლების დროს ქვეყნის მასშტაბით ასობით მოქალაქე დააპატიმრეს. დემონსტრაციებს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის პრემიერი ამ გამოსვლების ორგანიზებაში უცხოეთში მყოფი ძალები და ქვეყნის ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია