დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა მაყაშვილი: "სახალხო მსახიობებისა და მეცნიერებისთვის გაწეული ქველმოქმედება არ გამიგია"
ავტორი:
2013/09/09 18:36:02
პუბლიცისტი ბიძინა მაყაშვილი, "რადიო თავისუფლების" ბლოგზე სახალხო მსახიობებისა და მეცნიერებისთვის გაწეულ ფულად დახმარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს ქველმოქმედება კი არა, თვითრეკლამაა, რომლისთვისაც ადამიანი "სელებრიტებსა" და "ფეისებს" იყენებს. news.ge აღნიშნულ მონაკვეთს უცვლელად გთავაზობთ: "სახალხო მსახიობებისა და მეცნიერებისთვის გაწეული ქველმოქმედება არ გამიგია მე. ეგ ქველმოქმედება კი არა, ჩვეულებრივი თვითრეკლამაა, რომლისთვისაც ლოკალურ “სელებრიტებს” და “ფეისებს” იყენებ. ქველმოქმედმა ჩვენნაირ შეუმდგარ სახელმწიფოში ალბათ უნდა გახსნას მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი და დააფინანსოს მისი ფუნქციონირება, დააარსოს უკურნებელი სენით დაავადებულ და უნარშეზღუდულ ადამიანთა დახმარების ფონდები, ხელი შუწყოს ახალგაზრდებისთვის შესაფერისი განათლების მიღებას. მთელ მსოფლიოში მსახიობები და მუსიკოსები აფინანსებენ საქველმოქმედო აქტივობებს და აქ კიდევ პირიქითაა - თურმე მათი დაფინანსება სატრაბახოა. ამ ქველმოქმედების შემდეგ ან ჩვენმა მეცნიერებმა რამე შესძინეს კაცობრიობას, ან ჩვენმა მსახიობებმა რამე შექმნეს ისეთი, რასაც შემახსენებთ?! კარგი, კაცობრიობას თავი დავანებოთ - სამშობლოს?! მშობლიურ ქალაქს ან სოფელს?! ან სულაც ქუჩას ან სახლს, სადაც ცხოვრობენ (სადარბაზოებთან გაკრულ მახინჯ დაფებს არ ვგულისხმობ)?!ისრაელში ყოფნისას, სხვა რამეებთან ერთად, იერუსალიმის უნივერსიტეტიც ვნახე. გამწვანებულ გორაკზე მიმოფანტულ კამპუსებს შორის ორმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: ერთს ბარბრა სტრეიზენდის სახელი ეწერა უშველებელი ასოებით, მეორეს - ფრენკ სინატრასი. აი, ეს არის ჩემთვის ქველმოქმედება. ოღონდ არ მკითხოთ, რატომო," - წერს მაყაშვილი.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია