დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2013/09/09 14:20:05
 ბიძინა ივანიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ტომას ჰენდრიკ ილვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის აქტიური ძალისხმევისათვის.
ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში.
"შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა, რათა ახალი მთავრობის წევრებმა დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები თავიანთ კოლეგებთან", - აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.


წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/252177
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია