დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ივანიშვილი სააკაშვილის ბრალდებებს პასუხობს
ავტორი:
2013/09/12 12:13:02
საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თვითმფრინავის სარგებლობის საკითხზე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. "ეს თვითმფრინავი კერძო კომპანისაა. როგორც ვიცი მისი მეპატრონე გაიაშვილია, მან ამ თვითმფრინავით სარგებლობა რამდენჯერმე შემომთავაზა და მხოლოდ იმიტომ დავთანხმდით, რომ ქართული კომპანიისთვის უარის თქმა უხერხული იყო, აქამდე თვითმფრინავს უცხოეთში ვქირაობდი, ყველა ჩემი ვიზიტის ფრენის ხარჯები საკუთარი თანხით ავანაზღაურე, ქართულ კომპანიასაც ზუსტად იგივე თანხა გადავუხადე, რასაც უცხოურ კომპანიას ვუხდიდი, თავად გაარკვიეთ პრეზიდენტს მხედველობაში რა ჰქონდა," - ამბობს ივანიშვილი. რაც შეეხება ვერტმფრენებს, ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტმა ორი ვერტმფრენის საფასური 80 მილიონი გადაიხადა. როგორც ივანიშვილმა თქვა, ეს ვერტმფრენები მხოლოდ პრეზიდენტის სარგებლობისთვის იყო განკუთვნილი. "ერთ-ერთი მათგანი ერთ კაცზე არის მორგებული, მეორეც მსგავსია, დღეს ასეთი ძვირფასი ვერტმფრენების მოთხოვნილება არ გვაქვს, მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ვერტმფრენით სარგებლობა ამორალური იყო, სააკაშვილი კიდევ ხმის ამოღებას ბედავს, რაც ჩვენი ხალხის მხოლოდ მაღალი კულტურის შესახებ მიუთითებს, ქართველები ამას ვიტანთ, ეს კაცი სწორედ ამით სარგებლობს", - ამბობს იანიშვილი. პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა საქართველოში ვერტმფრენების ჩამოტანას არ გეგმავდა, მათი რეალიზება ადგილზევე იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა მათი იქ შენახვა ურო ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ივანიშვილის თქმით, ვერტმფრენები ახლა საქართველოშია და მათი გაყიდვა არის განზრახული. როგორც პრემიერი ამბობს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ბალანსზე არის ვერტმფრენები რომელთა განახლება გაცილებით უფრო იაფი დაჯდება, რაც დღევანდელ მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფლებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია