დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სხვა საიტებიდან
მამა გაბრიელის საფლავზე მისულმა მთხოვნელებმა სანთლებში ჯამში 4 მილიონი ლარი დახარჯეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/15 15:29:11

მამა გაბრიელის საფლავზე მისულმა სურვილის ასრულების მთხოვნელებმა სანთლებში ჯამში 4 მილიონი ლარი დახარჯეს.

 ამის შესახებ "frontnews"-ი ავრცელებს ინფორმაციაც, მცხეთის ეპარქიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

„დედა პარასკევას მიერ გაჟღერებულ „სიზმარს“ თითქმის მთელი საქართველო გამოეხმაურა, ასობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი და საკმაოდ სარფიანად: მონაზვნებს სანთლების უპრეცედენტო რაოდენობა ჰქონდათ მობილიზებული და ამ დღეების მანძილზე მხოლოდ სანთლების გაყიდვით 4 მილიონი ლარი შემოვიდა“ - განუცხადეს „Frontnews”-ს ეპარქიაში.

 

შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედა პარასკევას ჰქონდა ხილვა, რომლის მიხედვით, თუ 7 იანვრამდე მამა გაბრიელის საფლავს 2 რამეს შესთხოვდი, აუცილებლად აგისრულდებოდა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავთან ათასობით ადამიანი ჩავიდა.

 

მომხდარზე საპატრიარქომ განცხადება გააკეთა.

 

"ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც, არ შეიძლება, სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატვრა. საერთოდ, დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს და ამ დროს განსაკუთრებულად გულმხურვალედ უნდა ვევედროთ უფალს. დგება შობის ბრწყინვალე ზეიმი. დაე, იესო ქრისტეს წყალობა და ლოცვა-კურთხევა არასოდეს მოაკლდეს საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს", - ნათქვამი იყო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

 

მოგვიანებით დედა პარასკევამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მას არანაირი ხილვა არ ჰქონია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია