დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და სკვერს სახელი შეეცვლება
ავტორი:
2013/08/26 18:19:02
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩასა და სკვერს სახელი შეეცვლება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქუჩებისათვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 4 საკითხი იყო წარმოდგენილი. ეს საკითხები სახელდების კომისიის თავმჯდომარე ნათელა მაჭავარიანმა წარმოადგინა. ვაკის რაიონში, ბაგებში, უჩანეიშვილის მეორე გასავლელს მალხაზ დოლიძის სახელი მიენიჭება. ასევე, ვაკის რაიონში, ბაგებში, უსახელო ქუჩას დაერქმევა ნოდარ ამაღლობელის შვილის, არჩილ ამაღლობელის სახელი, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა. ისნის რაიონში გუთნის მეორე შესახვევს მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის სახელი მიენიჭება. მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე თვითმფრინავის გატაცების საქმესთან დაკავშირებით დახვრიტეს. ასევე ისნის რაიონში, ვაზისუბნის დახახლებაში უსახელო სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული გიორგი მარტიაშვილის სახელი მიენიჭება. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ქუჩებსა და სკვერს სახელები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეეცვალოს. ნათელა მაჭავარიანის განმარტებით, მოსახლეობას არ უნდა შეექმნეს დაბრკოლება ხმის მიცემის დროს და ამ ცვლილებებმა მონაცემთა ბაზაში გარკვეული უზუსტობა არ უნდა გამოიწვიოს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია