დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კალაძე: გასულ წელთან შედარებით ინვესტიციების რაოდენობა 20% გაიზარდა
ავტორი:
2013/09/12 12:10:03
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ენერგეტიკის სექტორი ინვესტიციების შემოდინების კუთხით პირველ ადგილზეა. მისი თქმით, ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება, რასაც ახალი მოქნილი წესები შეუწყობს ხელს. "დღეს, ამაყი ვარ რადგან ენერგეტიკის სექტორი ინვესტიციების შემოდინების კუთხით პირველ ადგილზეა შარშანდელ ანალოგიურ თვეებს რომ შევადაროთ 20 %-ით არის გაზრდილი ინვესტიციების რაოდენობა", - განაცხადა კალაძემ. მინისტრი ამბობს, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული ახალი წესების შეტანა მთავრობის დადგენილებაში იმან განაპირობა, რომ წლების წინ გაფორმებულ მემორანდუმებში ახალმა ხელისუფლებამ პრობლემები აღმოაჩინა. "როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში დავიწყეთ არსებული მემორანდუმების შესწავლა, რომლებიც წლების წინ იყო გაფორმებული. მათ უმრავლესობაში ინვესტორებთან არსებობდა პრობლემები, მათი მხრიდან იყო გარკვეული კითხვები, ამის გათვალსიწინებით, შევიმუშავეთ უფრო გამარტივებული და საინტერესო ცვლილებები", - განაცხადა კალაძემ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია