დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნავალნი: ”რუსეთში მედიცინა გასული საუკუნის 60-იანი წლების დონეზეა”
ავტორი:
2013/09/09 11:41:02
საიტ ”rosbalt.ru”-ს ცნობით, მოსკოვის მერობის კანდიდატმა, ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ პროფესიონალ მედიკოსებთან ერთად განიხილა მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ”ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში უკანასკნელი წლების განმავლობაში  ჩადებული იყო 900 მილიარდი რუბლი, მაგრამ მედიცინა დღეისათვის რუსეთში გასული საუკუნის 60-იანი წლების დონეზეა. ჩვენ ვხედავთ უკმაყოფილებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მდგომარეობით, როგორ ექიმების, ისე - მოსახლეობის მხრიდან. სისტემისათვის  დამახასიათებელი ბაზური მაჩვენებლები არ უმჯობესდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მედიცინა დავუახლოვოთ ადამიანებს”, - გამოთქვა მან საკუთარი მოსაზრება. საკითხების განხილვაში მონაწილე ექიმები, იურისტები და ეკონომისტები დაეთანხმნენ ამ თეზისს. ტარუსის საავადმყოფოს ექიმმა-კარდიოლოგმა მაქსიმ ოსიპოვმა განაცხადა, რომ მას და რუსეთის სამი ათას ექიმს, ვინც ხელი მოაწერა ”რუსეთის ექიმთა დამოუკიდებლობის დეკლარაციას”, სურთ, რომ ჩინოვნიკენი არ ერეოდნენ სამედიცინო ასპექტებში და მიხედონ ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზებას: ”მედიცინა და ჯანმრთელობის დაცვა - ეს სხვადასხვა რამაა. ჩვენ გვსურს პროფესიული ავტონომია”, - განმარტა საკუთარი პოზიცია მედიკოსმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია