დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაიწყო საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში
ავტორი:
2013/09/06 14:09:18
საქართველოს პრემიერმინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიისრესპუბლიკას ესტუმრა. დღეს ბიძინა ივანიშვილი ლატვიის რესპუბლიკისპრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. დღესვე გაიმართება შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან.ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, საქართველოს პრემიერმინისტრმა,ლატვიელ კოლეგასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თავისუფლებისმონუმენტის ყვავილების თაიგულით შემკობის ცერემონიაში.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთამინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნულისაინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია