დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გაერო-ს ექსპერტებმა სირიაში მუშაობა განაახლეს
ავტორი:
2013/08/28 12:59:02
გაერო-ს ექსპერტებმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიების მიზნით მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გაერო-ს ექსპერტები სირიაში ორშაბათს ჩავიდნენ, თუმცა მათი ჯგუფის წევრების მანქანაზე თავდასხმისა და უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო, გუშინ მუშაობა შეწყვიტეს. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, "ეჭვგარეშეა", რომ სირიის მთავრობამ 21 აგვიტოს ქიმიური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სპეცსამსახურებმა ხელთ იგდეს სირიის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და ქიმიური არმიის ქვედანაყოფის ერთ-ერთი უფროსის სატელეფონო საუბარი, რომელშიც სამინისტროს თანამშრომელი განმარტებას ითხოვს ქიმიურ ნივთიერებაზე. სწორედ ეს საუბარი გახდა აშშ-ის მხარის მტკიცების მიზეზი, რომ სირიის შეიარაღებულმა არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, ამერიკა მზად არის სირიაში სამხედრო ინტერვენციისთვის, როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. აშშ-ს გარდა, სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებას მხარს უჭერენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდამჭერები – რუსეთი და ჩინეთი კი სირიაში სამხედრო შეტევის განხორციელებას ეწინააღმდეგებენ და აცხადებენ, რომ ეს სახიფათოა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთი მხარს უჭერს ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებას. "არ არსებობს ზუსტი ვადები დასავლეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. ეს დღეების და არა კვირების საკითხია", - განაცხადა "ასოშიეთედ პრესთან" საუბრისას სირიის ნაციონალური კოალიციის ხელმძღვანელმა აჰმად რამადანმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია