დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ლექვინაძე - თამბაქოზე აქციზის გაძვირების რეალური შედეგი გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები იქნება
ავტორი:
2013/09/06 12:43:02
ყველაზე რეალური შედეგი, რასაც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაძვირება გამოიწვევს, ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლებია, - ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი ლექვინაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მიზანი ანტითამბაქოს პოლიტიკის გატარებაა, თუმცა რეალურად, აქციზის გაძვირება საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის, რაც სამინისტროს ერთ-ერთი მოტივაციაა."რეალურად რომ შევხედოთ პროცესს, ეს არის, ალბათ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა. გაზრდილი აქციზიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი შეიძლება არ არის დიდი მოცულობის, თუმცა ყველაზე მეტად, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს, არის ის, რომ სიგარეტის აქციზიდან გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები. ყველაზე მთავარი შედეგი, რაც აქციზის გაძვირებას მოჰყვება, ეს არის საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა სიგარეტის აქციზიდან", - აცხადებს ლექვინაძე.რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს განცხადებას, რომ თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდა საცალო გაყიდვებზე ფასის მატებას უპირობოდ არ იწვევს, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, თეორიული დაშვებაა, რომ აქციზის ზრდამ პროდუქტზე ფასის მატება არ გამოიწვიოს, თუმცა პროდუქტზე, რომელზეც მომხმარებელი უარს ადვილად ვერ იტყვის, მწარმოებლები ფასის ზრდას მყისიერად ახდენენ და გადასახადის წილი მომხმარებელს ეკისრება. ლექვინაძის შეფასებით, სიგარეტი სწორედ ისეთი პროდუქტია, რომელზეც ფასის ზრდა მომხმარებლის მხრიდან უარის თქმას არ იწვევს."რაც შეეხება პოზიციას, იმოქმედებს თუ არა გაზრდილი ფასი მწეველთა რიცხვის შემცირებაზე, - მე ვფიქრობ, რომ - არა. ეს არ არის იმ მოცულობის ზრდა, რომ მომხმარებელმა 20-30 თეთრის გამო უარი თქვას მოწევაზე. ეს შედეგი ნაკლებად დადგება. მთავარი შედეგი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაა, მთავარი რისკი არის სტიმული კონტრაბანდის წილის ზრდისკენ და მწეველთა რიცხვის შემცირების კუთხით, მე ვფიქრობ, არანაირი ცვლილება არ მოხდება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.მისივე თქმით, მწეველთა რიცხვის შესამცირებლად მხოლოდ გადასახადების ზრდა საკმარისი არ არის და ამისათვის ბევრი სხვა ღონისძიების გატარებაა საჭირო."ჩვენ თუ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ მოწევის შემცირების კუთხით, უფრო მეტად უნდა გავაძვიროთ სიგარეტი, რომ ადამიანს მართლა არ უღირდეს იმ თანხის გადახდა, რასაც გაძვირებული გადასახადის შედეგად გადაიხდის. თუმცა, ეს საკმაოდ რისკის შემცველი ფაქტორია, რადგან სტიმულს აძლევს ბაზარზე კონტრაბანდული სიგარეტის შემოსვლას", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის არსებული განაკვეთის ზრდა თანხვედრაშია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კომპლექსურ მიდგომასთან, რომელიც მიმართულია ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნისკენ და რომლის მიზანია, თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირება, ასევე ქვეყნის მიახლოება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების სხვადასხვა მექანიზმებს შორის, ერთ-ერთია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება. სამინისტროს განმარტებით, თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდა უპირობოდ არ იწვევს საცალო გაყიდვებზე ფასის მატებას და მისი მოცულობა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია