დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კომპანია "ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის" 5 კლინიკა თურქულ-გერმანულმა კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" შეიძინა
ავტორი:
2013/08/27 18:32:02
კომპანია "ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის" 5 კლინიკა თურქულ-გერმანულმა კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" შეიძინა. კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა "ახალ კლინიკაში", პედიატრიის, ალერგოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრში, ქალთა სამედიცინო ცენტრ "ახალ სიცოცხლეში" და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 20 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ ჩეჩელაშვილმა აცნობა, ახალი მფლობელი აღნიშნულ კლინიკებში 25 მილიონი აშშ დოლარის ტექნიკურ გადაიარაღებას და ახალი აპარატურის შემოტანას აპირებს. კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენლის, თექინ ატიკის განცხადებით, კომპანია "ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის" დამფუძნებლების, გია ნაცვლიშვილისა და ზაზა კაპანაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. "ჩვენი მიზანია გავარემონტოთ არსებული საავადმყოფოები, რადგან საქართველოში მცხოვრები პაციენტები იძულებულნი არ გახდნენ სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდნენ. სამსახურიდან არავის დათხოვნას არ ვაპირებ. ვისაც კვალიფიკაციის ამაღლება დასჭირდება, აიმაღლებს. რაც შეეხება ძველ მფლობელებს, მე თვითონაც ტელევიზით შევიტყვე, რომ მათ ეს საავადმყოფოები მშენებლობიდან აღებული ფულით აქვთ შესყიდული. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ყველა პრობლემა, რომელიც ჰქონდა წინა მფლობელს, დარჩება მათივე პრობლემად. ეს ჩვენ არ გვეხება", - აღნიშნა თექინ ატიკმა. კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" კლინიკური დირექტორის მოადგილის, ნატალია მუჩაიძის განაცხადებით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის შეძენის, ჩამოტანის, აღჭურვის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო ტურიზმის საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, "ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის" ყოფილმა მფლობელებმა, მათ მართვაში მყოფი კლინიკების გასხვისების შესახებ ჯანდაცვის უწყება საქმის კურსშიც არ ჩააყენეს. რაც შეეხება გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს, მათ ფულის გათეთრებაში ედებათ ბრალი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია