დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში ნარჩემაშვილის „კლანის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
2013/07/04 18:15:47

წყალტუბოს რაიონის „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებმა დღეს წყალტუბოს საკრებულოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქცია  საკრებულოს დეპუტატს ლაშა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ნარჩემაშვილმა მთელი წყალტუბოს მასშტაბით ყველა მაღალ თანამდებობაზე „ნაციონალები“ დანიშნა. მათივე განცხადებით, საკრებულოს  ახლადარჩეული თავმჯდომარე ნოდარ კაპანაძე სწორედ ნარჩემაშვილის კადრია. ამას ისიც ემატება, რომ საკრებულოს დეპუტატი გამგებლად კოტე მამისეიშვილის დანიშვნას გეგმავს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ პიროვნებას წყალტუბოში არავინ იცნობს.

შეგახსენებთ, რომ  წყალტუბოში ნარჩემაშვილი კლანზე საუბრობდნენ რამდენიმე დღის წინ „p.s.“-ის press-კლუბში წყალტუბოს თემის „ქართული ოცნების“ აქტივისტები. მათი განცხადებით, მთელი რაიონის მასშტაბით ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დასაქმება ხდება.

წყალტუბოელები პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სიტუაციის გაცნობასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას თხოვენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია