დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის წინ მრავალშვილიანი დედა შიმშილობს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/15 18:49:37

ქუთაისის მერიის წინ დღეს 11 შვილის  დედამ მარინე დახუნდარიძემ შიმშილობა დაიწყო, იგი ხუთშვილიანი დედებისთვის მრავალშვილიანობის სტატუსის მინიჭებას ითხოვს და აცხადებს, რომ მანამ არ შეწყვეტს პროტესტს, სამან 5-შვილიან დედებს  ეს სტატუსი არ მიენიჭებათ.

 

„პროტესტს ვაცხადებ იმის გამო, რომ დღეს, მრავალშვილიანი დედები, რომლებსაც 4,6,7, 8  შვილი ჰყავთ წელიწადში ერთჯერად დახმარებებს იღებენ, ვისაც ჰყავს 9, 10, 11 შვილი ისინიც იღებენ თანხას, თუმცა, რატომღაც,  5 შვილიან დედებს არ თვლიან მრავალშვილიანებად და არ აძლევენ არანაირ ფულად დახმარებას. მოვითხოვ, რომ დანარჩენ დედებს მიანიჭონ მრავალშვილიანი დედის სტატუსი. დიდი ხანია ამას ვითხოვ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. გაიძახიან, რომ ქვეყანა გაღარიბებულია და ამიტომ ვერ ვიღებთ მრავალშვილიანი დედების შესახებ კანონსო. ეს არ არის სამართლიანი, მაშინ, როდესაც პარლამენტარები პრემიების მომატებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან,"-აცხადებს მარინე დახუნდარიძე.


11 შვილის დედა მარინე დახუნდარიძე მერიის საბინაო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის თანანმდებობაზე მუშაობს. მისივე თქმით, ატესტაციას თუ არ გაივლის სამსახურიდან მოხსნიან.


„უნარების ჩაბარებას მთხოვენ ამ ხნის ქალს, წინააღმდეგ შემთხვევაში მემუქრებიან, რომ მომხსნიან სამსახურიდან. ეს სამარცხვინოა, გვამათხოვრებენ,"-განაცხადა მარინე დახუნდარიძემ.


დახუნდარიძე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. მისი თქმით, იგი ამ ღამეს მერიის წინ გაათენებს, ხოლო ხვალ პარლამენტთან განაგრძობს შიმშილობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია