დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აშშ თურქეთის ხელისუფლებას დემონსტრანტებთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
2013/06/12 12:16:54

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა შეშფოთებულია თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო. თეთრი სახლი თურქეთის ხელისუფლებას დემონსტრანტებთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის კეიტლი ჰეიდენის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება თურქეთის მოვლენებს და, რადგან თურქეთი ამერიკის ”ახლო მეგობარი და მოკავშირეა”, თეთრი სახლის ადმინისტრაცია რეკომენდაციით მიმართავს თურქეთის ხელისუფლებას, სიტუაცია მაქსიმალურად უდანაკარგოდ განმუხტოს.  

საპროტესტო გამოსვლები თურქეთში მეორე კვირაა მიმდინარეობს. აქცია სტამბულში დაიწყო, მაგრამ მოიცვა ქალაქები: იზმირი, ადანა, სამსუნი, გაზიანტეპი. აქციები ანკარაშიც გაიმართა. თურქეთის პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებულ ძალას კვლავინდებურად იყენებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1445
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია