დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/09/22 01:08:00

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე  ერთი თვე  დარჩა და  რამდენიმე კანდიდატს  მხოლოდ "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან იცნობს ამომრჩეველი,რადგან მათ ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ საკუთარი კანდიდატების პოპულარიზაციისთვის.ტრადიციულად, შემოწირულობებიდან მიღებული თანხით წელსაც მმართველი პარტია ლიდეობს.


თუ რამდენად თანაბარ გარემოში იმყოფებიან კანდიდატები  საპარლამენტო ქალაქში წინასაარჩევნოდ ამაზე თვითონ პოლიტიკური სუბიექტები საუბრობენ.


ოპოზიციური პარტიები  ამბობენ,რომ ისინი ფინასურად ვერ უწევენ კონკურენციას მმართველი ხელისუფლების კანდიდატებს, არა აქვთ ადგილობრივ მედიასაშუალებებში რეკლამის განთავსების  ფული,რის გამოც მათი ცნობადობა დაბალია. მათი თქმით, თანაბარი უფლებებით მხოლოდ  საჯარო დებატების დროს სარგებლობენ.


პარტია "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატის, გოგი წულაიას განცხადებით ქართული  ოცნების მხრიდან  ადგილი აქვს უხეშ დარღვევებსაც, მაგალითად სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას, რის  შესახებაც  ის თავის გუნდთან ერთად მასალებს ამზადებს.


ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებ,რომ პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი უფლებები აქვთ მინიჭებული. მერიის მიერ გამოყოფილია სპეციალური წინასააგიტციო შეხვედრის ადგილები და ქალაქის მასშტაბით დადგმულია 10 სტენდი პლაკატების განსათავსებლად.


ამ ეტაპზე, არჩევნებეამდე ერთი თვით ადრე ქალაქში არსებულ სტენდებზე არცერთი კანდიდატის პლაკატი არაა გამოკრული, თუ არ ჩავთვლით ქუთაისის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ ათეულობით კერძო გარე სარეკლამო დაფას. ამ სტენდებზე, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი სგიორგი ჭიღვარიას პლაკატები აგანთავსებული.


პარტიის ცენტრალურ ოფისში აცხადებენ, რომ სტენდები კერძო სუბიექტებისგან  იჯარით აქვთ აღებული,რომლიც "ქართული ოცნების" ბიუჯეტიდან ფინანსდება.


"ჩვენ გარე სარეკლამიო სტენდების 10% გვაქვს ათვისებული, დანარჩენი სარეკლამო დაფები თავისუფალია და ვისაც სურვილი აქვს, დაიქირავოს"-განაცხადეს ქართული ოცნების ცენტრალურ შტაბში.


ჩვენს შეკითხვას, თუ ვის ეკუთვნის ავტომობილი, რომელზეც გიორგი ჭიღვარიას წინასაარჩევნო ფოტო და პარტიის სიმბოლოებია დატანილი, გვიპასუხეს, რომ  აღნიშნული მანქანა ჭიღვარიას მეგობრისაა და საკუთარი სურვილით შეფუთა წინასაარჩევნოდ, მეგობრის მხარდასაჭერად.


შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.


ლიკა დევდარიანი

სტატია ქვეყნდება "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია"  და ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთის" ერთობლივი პროექტის – "შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა" ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია"  და ასოციაცია "დემოკრატიული აღმოსავლეთი" არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია