დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ცხოველთა თავშესაფარში ძაღლები შიმშილით იხოცებიან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/15 14:54:59

ქუთაისში ცხოველთა დაცვისა და მათი უფლებების შესახებ შეხვედრა გაიმართება, ცხოველთა დამცველები ცენტრალური ხელისუფლებისა და იმ მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც უსახლკარო ცხოველთა პრობლემების გადასაჭრელად არასწორი ქმედებები დღემდე ხორციელდება. შეხვედრაზე განიხილეს და რეკომენდაცია გაუწიეს უსახლკარო ცხოველთა პოპულაციური მართვის ჰუმანურ, საერთაშორისოდ აღიარებულ, აპრობირებულ მეთოდებს.


ცხოველთა დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის თემურ ლაჭყეპიანის განცხადებით, თითქმის ყვველა მუნიციპალიტეტში ირღვევა ცხოველთა უფლება, რის შესახებაც მათ არაერთხელ აცნობეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა ხელისუფლებამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.


„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ საჯარო მოხელეების დავალებით ცხოველებს იარაღით კლავდნენ, მივმართეთ მუნიციპალიტეტებს , მაგრამ მათ უარყვეს მომხდარი და კვალიც გააქრეს. ყველგან ირღვევა ცხოველტა უფლება, მაგრამ პასუხს არავინ აგებს“-განაცხადა ლაჭყეპიანმა.


ლაჭყეპიანმა ქუთაისში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა, თავშესაფარში თითო ვოლიერში დაახლოებით 20 ძაღლია, კანონით კი დასაშვები მხოლოდ 2-3 ძაღლია. ასევე პრობლემაა კვების მხრივაც, დაჭერილი  ძაღლების საკვებად მხოლოდ პურს გამოიყენებენ.


„გარდა ადგილების სიმცირისა და კვების პრობლემისა, ქუთაისში კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა. მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა თამაზ დეისაძემ გასცა განკარგულება დაჭერილი ძაღლები ქალაქგარეთ გაეშვათ. რაც არის კანონდარღვევა, რადგან თამაზ დეისაძის კომპეტენცია მხოლოდ ქუთაისში ვრცელდებოდა, ამიტომ სხვა მუნიციპალიტეტში ძაღლების გაშვება უკანონოდ ხდებოდა. ამის შესახებ შსს საჩივარით მივმართეთ. დაიწყეს გამოძიება, მაგრამ რა შედეგით დასრულდა ჩვენ ინფორმაცია ვერ მივიღეთ“-აღნიშნა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

რომელმაც, ასევე განაცხადა, რომ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ  ჟურნალიტებთან კომენტარით შემოიფარგლა, აღნიშნული საკითხით აღარ  დაინტერესებულა და მაწანწალა ძაღლების მდგომარეობა კვლავინდებურად უცვლელია.

psnews.ge აღნიშნულ საკითხზე მუშაობას აგრძელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2348
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია