ქუთაისის მერობის შერჩეული კანდიდატი დიმიტრი კოპალიანი ამ წუთებში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებს ხვდება. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ჟურნალისტების მოითხოვდნენ, რომ სხვა შეხვედრების და სხდომების მსგავსად, დღევანდელი შეხვედრაც ღია ყოფილიყო მედიისათვის. კოპალიანის განცხადებით კი, ვინაიდან ის ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის ქუთაისის მერი, დღეს „პატრიოტებთან“ მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აქვს და ამის გამო შეხვედრა დახურულია, ხვალინდელი სხდომის შემდეგ კი, როდესაც, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრები დიმიტრი კოპალიანს ქუთაისის მერად აირჩევენ, ყველა შეხვედრა საჯარო გახდება.
მომავალი მერი შეხვედრის დეტალებზე კომენტარს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.