17 ივლისს, 17:00 საათზე, ინტერნეტპორტალ www.psnews.ge-სთან არსებულ Press–კლუბში გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრის, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის პრესკონფერენცია.
დეპუტატი უპასუხებს ჟურნალისტთა შეკითხვებს ქუთაისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით.