მაისში, 2012 წლის მაისთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0,1 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები და ჯანმრთელობის დაცვა.
ტრანსპორტი: ჯგუფზე ფასები შემცირდა 6,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,83 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-11,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7,5 პროცენტი).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,47 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (16,8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11,0 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-8,7 პროცენტი), თევზეული (-5,3 პროცენტი).
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (13,4 პროცენტი).