დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში პარლამენტის შენობა უნებართვოდ აშენდა
2013/05/31 15:24:28

 

ქუთაისში, პარლამენტის შენობა უნებართვოდ აშენდა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, დასკვნა 
წარმოადგინა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობაზე 
ნებართვა არ არსებობს. 
აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პარლამენტის შენობა გასაკუთრებული 
მნიშვნელობის შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. შესაბამისად, მისი მშენებლობის 
ნებართვას ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი „ტექნიკური და სამშენებლო 
ზედამხედველობის სააგენტო“ გასცემს. 
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის მშენებლობაზე 
შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება 
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ევალებოდა. თუმცა, როგოც დასკვნაშია 
აღნიშნული, სამსახურმა ინსპექტირება მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელდა. 
ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის მშენებლობის დაფინანსების წყაროს მთავრობის, 
პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილი თანხები, აღებული სესხები, ქონების 
გაყიდვით და იჯარიდან მიღებული სახსრები, ასევე, „ნავთობისა და გაზის 
კორპორაციიდან“ მიღებული სესხი წარმოადგენს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 
ხელმძღვანელის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, პარლამენტის მშენებლობაზე ხარჯები 
არამიზნობრივად იყო დახარჯული.
„სახელმწიფო ქონების რეალიზაციის შედეგად, კერძო სამართლის იუირდიული პირი 
აკეთებდა ამ შენობის ხარჯის დაფარვას, რაც არასწორია. რადგან, სახელმწიფო ქონების 
პრივატიზაციის შედეგად შემოსული თანხები უნდა წავიდეს ჯერ ბიუჯეტში და შემდეგ 
უნდა მოხდეს მისი ხარჯვა. ნებართვის გარეშე დაიწყეს მშენებლობა. დასკვნას არ 
ვიცნობ, მაგრამ საქმეს ვიცნობ. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის მერიას აქვს 
ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული,“ - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.
ტყემალაძის თქმით, მშენებელმა ორგანიზაციამ დღემდე ვერ მოახერხა შესაბამისი 
საექსპერტო ბიუროდან დასკვნის გამოტანა, რომ შენობა მყარია და რომ 
ესქპლუატაციაში გადაცემა შეიძლება. „ასე რომ ჩვენ ვინც აქ ვართ, ყოველთვის 
საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით“ - აღნიშნა ტყემალაძემ.
უმრავლესობის ბრალდებებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრი და 
ქუთაისის ყოფილი მერი, გია თევდროაძე გამოეხმაურა.
„აუდიტის დასკვნასა და დოკუმენტებს არ გავცნობივარ და არ შემიძლია ოპონირებაში 
შესვლა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ლარი, თეთრი და ცენტი, რაც 
პარლამენტის მშნებელობისთვის გამოიყო მიზნობრივად დაიხარჯა და რაიმე სახის 
დარღევევბს ადგილი არ ჰქონია.“- ამბობს თევდორაძე.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს “მენო 
ინტერნეიშენალი“ ახორციელებდა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა დასკვნა. დასკვნის მიხედვით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის შენობა გასაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობას წარმოადგენს. შესაბამისად, მისი მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“ გასცემს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ევალებოდა. თუმცა, როგოც დასკვნაშია აღნიშნული, სამსახურმა ინსპექტირება მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელდა. ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის მშენებლობის დაფინანსების წყაროს მთავრობისა და პრეზიდენტის განკარგულებით გამოყოფილი თანხები, აღებული სესხები, ქონების გაყიდვით და იჯარიდან მიღებული სახსრები, ასევე, „ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან“ მიღებული სესხი წარმოადგენს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, ზურაბ ტყემალაძის თქმით, პარლამენტის მშენებლობაზე ხარჯები არამიზნობრივად იყო დახარჯული.„სახელმწიფო ქონების რეალიზაციის შედეგად, კერძო სამართლის იუირდიული პირი აკეთებდა ამ შენობის ხარჯის დაფარვას, რაც არასწორია. რადგან, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად შემოსული თანხები უნდა წავიდეს ჯერ ბიუჯეტში და შემდეგ უნდა მოხდეს მისი ხარჯვა. ნებართვის გარეშე დაიწყეს მშენებლობა. დასკვნას არ ვიცნობ, მაგრამ საქმეს ვიცნობ. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის მერიას აქვს ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული,“ - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.ტყემალაძის თქმით, მშენებელმა ორგანიზაციამ დღემდე ვერ მოახერხა შესაბამისი საექსპერტო ბიუროდან დასკვნის გამოტანა, რომ შენობა მყარია და რომ ესქპლუატაციაში გადაცემა შეიძლება. „ასე რომ ჩვენ ვინც აქ ვართ, ყოველთვის საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით“ - აღნიშნა ტყემალაძემ.

უმრავლესობის ბრალდებებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ წევრი და ქუთაისის ყოფილი მერი, გია თევდროაძე გამოეხმაურა.„აუდიტის დასკვნასა და დოკუმენტებს არ გავცნობილვარ და არ შემიძლია ოპონირებაში შესვლა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ლარი, თეთრი და ცენტი, რაც პარლამენტის მშნებელობისთვის გამოიყო მიზნობრივად დაიხარჯა და რაიმე სახის დარღევევბს ადგილი არ ჰქონია.“- ამბობს თევდორაძე.

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს “მენო ინტერნეიშენალი“ ახორციელებდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია