დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რესპუბლიკელ" ნატო ქათამაძეს „ლეიბორისტულ“ პარტიაში ეპატიჟებიან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/30 15:46:03

ქუთაისის საკრებულოს რიგგარშე მე-12 სხდომაზე განსახილველად წარდგენილი საკითხები უკმაყოფილების მიზეზი გახდა. საკრებულოს „რესპუბლიკელი“ დეპუტატის, ნატო ქათამაძის განცხადებით,  დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები საკრებულოს სხდომაზე გასატანი საკითხები არაა. ქათამაძეს შენიშვნა გასულ კვირას ჩაუტარებელ სხდომასთან დაკავშირებითაც ჰქონდა.


საკითხებით უკმაყოფილო „რესპუბლიკელ“ ქათამაძეს „ლეიბორისტმა“ გუგავამ უპასუხა და მათ რიგებში გადასვლა შესთავაზა.


„ქალბატონო ნატო, თქვენ უმრავლესობის წევრი ხართ, მაგრამ ოპოზიციონერი დეპუტატივით იქცევით, ეს არის საკითხები, რომლებზეც უმრავლესობას შიდას ხდომებზე უნდა ემსჯელა, მაგრამ გატყობთ, რომ მსგავს განხილვებში მონაწილეობას არ იღებთ. თუ ოპოზიციაში აპირებთ წასვლას, შეგიძლიათ „ლეიბორისტებს“ შემოგვიერთდეთ, თუ არა და გვაცადეთ, რომ საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები ჩვენც განვიხილოთ,“- აღნიშნა გუგავამ.


„თქვენ მივეჩვიეთ, რომ „ნაციონალების“ დროს ყველა დეპუტატი ერთ აზრზე იყო, ამიტომ გიკვირთ ჩემი შენიშვნები, რაც შეეხება ჩემს ოპოზიციონერობას, არც ერთ პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ,“ - აღნიშნა ქათამაძემ.


გუგავას შენიშვნა მოუწონა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ ლატარიამ, თუმცა აღნიშნა, რომ უმრავლესობის დეპუტატები, სადაც არ უნდა წავიდნენ, „ლეიბორისტებთან“  არ გაერთიანდებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია