დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მთავრობა პარლამენტს დათხოვნის მუქარით ვეღარ შეაშინებს
ავტორი:
2013/09/10 15:58:03
პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტს განიხილავენ. ცვლილებები პარლამენტთან მიმართებაში მთავრობის უფლებების შეზღუდვასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო ქვორუმის შემცირებას შეეხება. კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, ამ ეტაპზე მოქმედი ნორმით, მთავრობას შეუძლია  დათხოვნის მუქარით პარლამენტს ისეთი კანონპროექტის მიღება აიძულოს, რომლის მიღება საკანონმდებლო ორგანოს არ სურს. როგორც ხმალაძე ამბობს,  ცვლილების შედეგად აღნიშნული ნორმა უქმდება.   მეორე ცვლილების მიხედვით, მთავრობის შემადგენლობაში 5 წევრის ცვლილების შემთხვევაში პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ცვლილებას არ მიიღებენ, მთავრობის დანიშვნის უფლებამოსილება პრემიერს ექნება. გარდა ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის ქვოტა ორი მესამედის ნაცვლად სამი მეოთხედით განისაზღვრება.   
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია