დაისვენე კურორტ ახალდაბაში
21-ე საუკუნის სილამაზე
ავტორი:
2013/09/10 14:38:03
რა მსხვერპლზე მიდიან თანამედროვე მანდილოსნები იმისათვის, რომ ყველაზე მიმზიდველები იყვნენ, ამ სტატიიდან შეიტყობთ. 1. ბოტოქსი ძველი და პოპულარული ლოზუნგი „რაც ბუნებრივია, არ არის მახინჯი,“ დღევანდელ რეალობაში სრულიად არააქტუალურია. თანამედროვე ქალბატონები ყველანაირ მსხვერპლზე მიდიან იმისათვის, რომ ლამაზად, დიდი ხნის განმავლობაში გამოიყურებოდნენ. დღეისათვის, ყველაზე პოპულარული ბოტოქსის ინექციებია. ტოქსინი ბლოკავს მამოძრავებელ ნერვებს, ასვენებს კუნთებს და იწვევს მიმიკური ნაოჭების გასწორებას. თავისთავად, ეს ტოქსინი ძლიერი შხამია, რომელიც თუ ის ადამიანის ორგანიზმში საკვების მეშვეობით შევიდა, ხანგრძლივ და მტანჯველ სიკვდილს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოტოქსში ბოტულიზმის ტოქსინის ძალიან დაბალი შემცველობაა, მისი 100 ერთეულზე მეტის ერთ პროცედურაზე გამოყენება, რეკომენდებული არაა. ასევე არასასურველია პროცედურის თვეში ერთ ჯერზე მეტჯერ ჩატარება. ბოტოქსის ინექციების მოჩვენებითი უვნებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ჩვენ ვიცით, რა დაემართა ამ პროცედურების შემდეგ ცნოილ ტელეწამყვამ, აქსანა პუშკინს. 2. სოლარიუმი ლამაზი რუჯი - თავამედროვე მოდის მიმდევარი ქალბატონების განუყრელი ატრიბუტი. სოლარიუმის დახმარებით თქვენ ყოველთვის სასურველი ფერის კანი გაქვთ, ზამთარშიც კი. ხელოვნური მზე და რამდენიმე წუთში ნებისმიერი ტონალობის კანი ლამაზდება. თუ ასეა, რატომაა სოლარიუმები აკრძალული საფრანგეთში, გერმანიასა და ბრაზილიაში? მიუხედავად იმისა, რომ სოლარიუმში ულტრაიისფერი სხივებია, რომლებიც კანისთვის, ბუნებრივი მზის სხივებთან შედარებით, ნაკლებად საზიანოა, სოლარიუმში გარუჯვის შესახებ რამდენიმე მარტივი რჩევა მაინც უნდა გვახსოვდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სოლარიუმში შიშველი შესვლა. აუცილებლად უნდა იყოს დაფარული მკერდის ყველაზე დაუცველი ადგილი. გარუჯვის დროს კანი აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს. სოლარიუმში შესვლამდე თქვენ უნდა ჩამოიბანოთ დეკორატიული კოსმეტიკა მაგრამ არ უნდა იხმაროთ საპონი ან „დუშგელი“. წელიწადში ხელოვნური რუჯის მიღების ოცი პროცედურაა რეკომენდებული, თითოეული სეანსი კი 20 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. 3. ფრჩხილების დაგრძელება ხელოვნურად დაგრძელებული ფრჩხილები გარშემომყოფებს თავისი ფორმით, სიგრძითა და ძალით აღაფრთოვანებს. ის გვაძლევს შესაძლებლობას დავფაროთ ჩვენი მოკლე ფრჩხილები და გავაძლიეროთ და დავამშვენოთ ის ახალი ფრჩხილის თხელი ფენით. თუმცა უპირატესობების მიუხედავას, ეს პროცედურა უკუჩვენებებითაც გამოირჩევა. ფრჩხილების დაგრძელება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სოკოთი დაავადებულ ფრჩხილებზე. იმ შემთხვევაში, თუ ფრჩხილები და ნუნები მექანიკურადაა დაზიანებული, დაგრძელების პროცედურის ჩატარება, რეკომენდებული ასევე არ არის. მაშინაც კი, როდესაც თქვენ ანტიბიოტიკებს იღებთ, შესაძლოა ეს ფაქტი დაგრძელების პროცესზე, უარყოფითად აისახოს. თუ თქვენ ფრჩხილების დაგრძელებას გადაწყვეტთ, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მომაალში ტქვენი ფრჩხილები სილამაზის შესანარჩუნებლად, მუდმივ მოვლას საჭიროებს. 4. სილიკონი რომელი ქალბატონი არ ოცნებობს ლამაზი ფორმისა და მინიმუმ 3 ზომის მკერდზე? თანამედროვე მედიცინა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ბედნიერება წილად არ ხვდა, სილიკონის იმპლანტანტებს სთავაზობს. დღეს სილიკონის გელების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სამედიცინო სფეროში თითქმის აღარ არსებობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ქირურგების ნაწილი ამ გელის გამოყენების დროს გარკვეულ უარყოფით გავლენებზე, მაინც საუბრობს. 2004 წელს, საფრანგეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ აღიარა, რომ სილიკონის ინპლანტანტები შეზღუდული პერიოდით გამოიყენება. მთავარი გართულება, რაც სილიკონმა შეიძლება გამოიწვიოს, ლიმფური კვანძების ანთებაა. ასეთ შემთხვევაში იმპლანტანტი, ქირურგიული ჩარევის შედეგად, დაუყოვნებლივ უნდა ამოიღონ ორგანიზმიდან.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია