დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საბაჟოზე დაავადებული ხორცის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
ავტორი:
2013/08/26 18:20:02
საბაჟოზე დაავადებული ხორცის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, "ფოთისა და ყულევის პორტებში და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ბრაზილიიდან 25 003,989 კგ გაყინული საქონლის ხორცი 19 აგვისტოს შემოვიდა. ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო პროცედურების გავლის შემდეგ, ეჭვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვეტერინარმა სპეციალისტებმა ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება, კერძოდ, ზემოაღნიშნულ საქონლის ხორცში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის #429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან გაბრუნებას ან განადგურებას ექვემდებარება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1646
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია