დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება
ავტორი:
2013/08/27 14:30:02
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. "ადამიანის უფლებათა ცენტრი", საარჩევნო პროცესის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი აგვისტოს თვეში დაიწყო და 2014 წლის მარტში დასრულდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონიდან, კახეთიდან, აჭარიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, გურიიდან და იმერეთიდან საარჩევნო თემატიკაზე ჟურნალისტური მასალები მომზადდება. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 27 ოქტომბერს, რეგიონებში უბნებზე ხმის მიცემის პროცედურას ადამიანის უფლებათა ცენტრის 36 დამკვირველი დააკვირდება. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება შუალედური და საბოლოო ანგარიშები. პროექტის ფარგლებში იმუშავებს ცხელი ხაზიც, რომლის მეშვეობითაც, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი მოქალაქეებს საარჩევნო თემებთან დაკავშირებით სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევს. ცხელი ხაზის ნომრებია: 2 38 46 48; 2 37 69 50
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია