დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თედო ჯაფარიძის განცხადება
ავტორი:
2013/09/12 10:41:38
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე 11 სექტემბრის ტერაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს: "11 სექტემბრის ტრაგედიიდან უკვე 12 წელი გავიდა და მინდა გითხრათ, დღევანდელ დღესავით მახსოვს ის შემზარავი დღე, რაც თავს დაატყდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და განსაკუთრებით ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს. იმ პერიოდში მე საქართველოს ელჩი გახლდით შეერთებულ შტატებში. ძნელი წარმოსადგენია ის შოკური მდგომარეობა, რომელშიც ჩავარდა ამერიკა და რამაც შეცვალა არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს დამოკიდებულება ტერორიზმისადმი, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები და თითოეული ჩვენგანის პრობლემაა. მინდა დღესაც, კიდევ ერთხელ, მივუსამძიმრო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, დაღუპულთა ოჯახებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს, სამხედროებს და მთლიანად, თავგანწირულ და ერთ მუშტად შეკრულ ამერიკელ ხალხს. იმ ტრაგიკულ დღეს ჩვენც ყველანი ამერიკელები ვიყავით! ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერაც არ დასრულებულა. ის სხვადასხვა ფორმასა და მასშტაბებს იძენს. ამ ფონზე, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციებში, მოკავშირეებთან ერთად. მჯერა, რომ ეს ბრძოლა უზრუნველყოფს მსოფლიოს მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს," _ ნათქვამია განცხადებაში.      
წყარო: gurianews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია